Educare Georgia
Edit

Educare Georgia

http://www.educaregeorgia.org/
Last activity: -
Active
Categories: EdTechFinTech
ინტერნეტის გავრცელებამ ხელი შეუწყო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებული საგანმანათლებლო რესურსების, ცოდნისა და გამოცდილების ათვისებას. შესაძლებელი გახდა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მოუსმინოთ მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებსაც, შესაძლოა, ვერასდროს შეხვედროდით, გაიგოთ მათი შეხედულებები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და გაიზიაროთ მათი გამოცდილება.

Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.

ჩვენ ვმუშაობთ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: საქართველოში ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების პოპულარიზაცია; თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობის სწავლება მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის; ენის ბარიერის პრობლემის გადაწყვეტა; ინტერნეტისა და კოპიუტერის ხელმისაწვდომობის გაზრდა; ფინანსური ხელშეწყობა და სოციალური პროექტები.

ჩვენ გვჯერა,
რომ განათლება სიღარიბის დაძლევისა და ქვეყნის განვითარების მთავარი საშუალებაა.

ხარისხიანი განათლების მიღების უფლება აქვს უკლებლივ ყველა ადამიანს, სქესის, ასაკის, ეროვნების, საცხოვრებელი ადგილის, ფინანსური თუ ფიზიკური შესაძლებლობის განურჩევლად.

Educare Georgia არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. შეიტანეთ წვლილი საქართველოში განათლების გავცელებაში!

Bank of Georgia; ს/კ: 454409319;
მიმღები: ედუქეარ ჯორჯია;
ანგ. (ლარი): GE32BG0000000918180700
ანგ. (USD/EURO): GE32BG0000000918180700

TBC Bank; ს/კ: 454409319;
მიმღები: ედუქეარ ჯორჯია;
ანგ. (ლარი): GE97TB7393736080100003;
ანგ. (USD/EURO): GE91TB7393736120100001
Likes
41.96K
Location: Estonia, Tallinn
Phone: +995 577 50 93 93

Reviews 0

Sign up to leave a review

Sign up Log In